ახალი ამბები

ზელენსკი რუსეთს უკრაინელი ტყვეების მედვედჩუკში გაცვლას სთავაზობს

13 აპრილი, 2022 •
ზელენსკი რუსეთს უკრაინელი ტყვეების მედვედჩუკში გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს უკრაინელი ტყვეების გაცვლას ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკში .

„ძალიან სიმბოლურია, რომ ბატონი მედვედჩუკი დააკავეს კოსმონავტიკის დღეს. ის 48 დღე იმალებოდა, მაგრამ საბოლოოდ შეეცადა გაქცევას ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით ცინიკურად მიმაჩნია სამხედრო შენიღბვის გამოყენება. ასეთი მეომარია, ასეთი პატრიოტი. ისე, თუ მედვედჩუკმა აირჩია საკუთარი სამხედრო ფორმა, ის ექვემდებარება ომის წესებს. მე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას, გაცვალონ ის ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უშიშროებამ დააკავა.

„ვერც ერთი მოღალატე ვერ გაეექცევა სასჯელს და უკრაინისა და კანონის წინაშე პასუხს აგებს ჩადენილზე. მათ შორის, ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც მისმა ქმედებებმა გმაოიწვია“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა.

მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა  სიცოცხლისთვის“ – ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მედვედჩუკის შვილის ნათლიად ასახელებენ. მედვედჩუკს პროკურატურა ადანაშაულებს სამშობლოს ღალატსა და ყირიმში ეროვნული რესურსების გატაცების მცდელობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი