ახალი ამბები

სერგეენკოა “ოცნების” ერთ-ერთი წევრი, რომელიც უკრაინაში ჩავა

12 აპრილი, 2022 • 1950
სერგეენკოა “ოცნების” ერთ-ერთი წევრი, რომელიც უკრაინაში ჩავა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, რომელიც უკრიანის დელეგაციაში იქნება, დავით სერგეენკოა.

ამის შესახებ ინფორმაცია სერგეენკომ თავად დაადასტურა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვიზიტი, სავარაუდოდ, პარასკევს ან შაბათს შედგება.

“მე არც შეიძლება, რომ არ ვიყო. ბოლოს და ბოლოს, სერგეენკო ვარ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნებიდან” დელეგაციაში ასევე არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია იქნებიან, სერგეენკოს თქმით, ეს დღეს საღამოს დაზუსტდება, როდესაც ოპოზიციის და უმრავლესობის წევრები შეხვდებიან და დელეგაციის შემადგენლობაზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი