ახალი ამბები

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

12 აპრილი, 2022 • 1607
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

თბილისში, Mutant Radio-ს სივრცეში, 16 და 17 აპრილს უკრაინული მუსიკის დღე და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდებან20-საათიანი მუსიკალურ მარათონი და სოლიდარობის აქცია – Sounds Of Ukraine.

“ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა უკრაინულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

გარდა ამისა, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში ქართული ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-გაყიდვა შედგება, შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში.

16 აპრილს Mutant Radio-ს სივრცეში გასაყიდად გამოფენილი იქნება შემდეგი ქართველი არტისტების ნამუშევრები: ვატო წერეთელი, ნიკა მაჩაიძე, კოკა კიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, ანდრო ერაძე, ალექსი სოსელია, ელენე გაბრიჩიძე, ანკა ბოჭორიშვილი, სანდრო ფაჩუაშვილი,მარი ყალაბეგაშვილი, თამარ გიორგაძე, გიკო დადიანი, მიშიკო სულაკაური, თაკო რობაქიძე, ჯონ რიფენჰოფი, მარი აქუბარდია, გურამ საყვარელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ანა ჩადუნელი, გიორგი გელაძე, თამარ გურგენიძე.

16 აპრილს მუსიკალური დღე დაიწყება 12:00 საათიდან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში. 17 აპრილს კი ღონისძიება აუდიოსტრიმის დახმარებით Mutant Radio-ს ვებ-გვერდზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი