ახალი ამბები

სალივანის თქმით, დვორნიკოვისგან სამშვიდობოების მიმართ სისასტიკეა მოსალოდნელი

10 აპრილი, 2022 • 1727
სალივანის თქმით, დვორნიკოვისგან სამშვიდობოების მიმართ სისასტიკეა მოსალოდნელი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შტატების მოლოდინით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი უკრაინაში, სასტიკად გაუსწორდება მშვიდობიან მოსახლეობას.

„ამ გენერალს აქვს ისეთი რეზიუმე, რომელიც მოიცავს სისასტიკეს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სხვა საომარ თეატრებში“, – განაცხადა სალივანმა და მაგალითად სირია დაასახელა.

„ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ უფრო მეტს ამ სცენარში. ეს გენერალი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და სისასტიკის კიდევ ერთი ავტორი იქნება”, – ფანაცხადა ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში ოპერაციების სარდლობის რეორგანიზაცია განახორციელა და უკრაინაში ოპერაციების ხელმძღვანელობა გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვს გადააბარა, რომელსაც სირიაში აქვს გამოცდილება მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი