ახალი ამბები

უკრაინული მხარის ცნობით, დნეპრის აეროპორტი განადგურდა

10 აპრილი, 2022 • 1651
უკრაინული მხარის ცნობით, დნეპრის აეროპორტი განადგურდა

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნიპროს აეროპორტი დაბომბეს და გაანადგურეს.

დნიპროს საოლქო ადმინისტრაციას წარმომადგენელი ნიკოლაი ლუკაშუკი წერს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 თანამშრომელია დაშავებული.

გუბერნატორი ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

„განადგურდა უშუალოდ აეროპორტი, ასევე ახლომდებარე ინფრასტრუქტურა. რაკეტები დაფრინავენ და დაფრინავენ“, – წერს იგი ტელეგრამზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ღამით, მაღალი სიზუსტის რაკეტებმა ზვონეცკში გაანადგურეს ზვონეცკის ნაციონალისტური დნეპრის ბატალიონის ბაზა და შტაბ-ბინა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო დახმარება უცხოელი მებრძოლებისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი