„როიტერსის“, „ბლუმბერგის“ და სხვა მედიასაშუალებების ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გეგმავს, ორშაბათს, 11 აპრილს ალჟირს ეწვიოს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას გაზის იმპორტის გაზრდასთან დაკავშირებით.
ამ ნაბიჯის მიზანია იტალიის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება.
იტალია, რომლის გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-იც რუსეთზე მოდის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებას ცდილობს.
გასულ კვირას ენერგეტიკის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანიმ განაცხადა, რომ იტალია 7 ქვეყანასთან მუშაობდა გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით და ეს მოლაპარაკებები „ძალიან მაღალ ეტაპზე“ იყო.
ალჟირი იტალიის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი მომმარაგებელია რუსეთის შემდეგ, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ, სავარაუდოდ, პირველ ადგილს დაიკავებს.
„ბლუმბერგის“ თანახმად, ალჟირი იტალიის გაზმომარაგების 50%-ით გაზრდას გეგმავს.
კერძოდ, გამოცემის თანახმად, თუკი 2021 წელს ალჟირმა დაახლოებით 21 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა იტალიას, ახლა 9-10 მილიარდით მეტს მიაწვდის.
2021 წელსვე, რუსეთმა იტალიას 29 კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.