ახალი ამბები

„ეს იქნება მძიმე ბრძოლა. ჩვენ გვჯერა გამარჯვების“ – ზელენსკი

10 აპრილი, 2022 • 1073
„ეს იქნება მძიმე ბრძოლა. ჩვენ გვჯერა გამარჯვების“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნე მთელი ევროპაა.

გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია არასოდეს ყოფილმა მხოლოდ უკრაინის მიმართ ფოკუსირებული და მისი სამიზნე მთელი ევროპაა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, დაუწესოს ემბარგო რუსულ ენერგოპროდუქტებს და უკრაინას იარაღით დაეხმაროს.

მისი განცხადებითვე, უკრაინა მზად არის მძიმე ბრძოლისთვის, რაც აღმოსავლეთ უკრაინაშია მოსალოდნელი:

„ეს იქნება მძიმე ბრძოლა. ჩვენ გვჯერა ამ ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების. მზად ვართ, ერთდროულად ვიბრძოლოთ და ვეძებოთ დიპლომატიური გზები ამ ომის დასასრულებლად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი