ევროკავშირმა უკრაინაში თავისი წარმომადგენლობის ოფისი, რომელიც რუსეთის შეჭრის ფონზე პოლონეთში ჰქონდა გადატანილი, კიევში დააბრუნა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, მატი მაასიკასმა ტვიტერზე 9 აპრილს გამოაქვეყნა საელჩოს შენობასთან აღმართული დროშის ფოტო.