ახალი ამბები

„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის“ – გონჩარენკომ თბილისში შეკრებილებს ქართულ ენაზეც მიმართა

9 აპრილი, 2022 • 1425
„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის“ – გონჩარენკომ თბილისში შეკრებილებს ქართულ ენაზეც მიმართა

„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს,“ – ქართულად ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

დღეს, 9 აპრილს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე „დროას“ ორგანიზიებით გაიმართა.

„32 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა, თავისუფლებისთვის საბრძოლველად,“ – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის რადას დეპუტატმა, – „მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არამხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომელიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს. საბჭოტა კავშირს, რომელიც წარმოადგენდა რეინკარებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით.

გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისვ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უიკრაინის ნაწილიც ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს რუსი ჯარისკავები კლავენ ათასბით უკრაინელს ბომ,ბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუაფლი სამყარო თავმოყრილია უკრაინის გარშემო. ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ბელორუსი, ლიეტუველი, ამერიკელი, ბრიტანელი მოხალისეები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენ მოვიგებთ და ვამარცხებთ ბოროტების იმპერიას,“ – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი