ახალი ამბები

საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან 4 500 ბავშვია – კასიანოვი

8 აპრილი, 2022 • 2721
საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან 4 500 ბავშვია – კასიანოვი

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან დაახლოებით 4 500 ბავშვია.

ამის შესახებ კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს, განაცხადა.

„რაც შეეხაბა მთავრ პრობლემებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში, ასეთი პრობლემები არ გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, შეხვედრები გავმართეთ განათლების სამინისტროსთან, ასევე, მჭიდროთ ვმუშაობთ მერიასთან და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“, – განაცხადა კასიანოვმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მილიონობით ადამიანს კი საცხოვრებელის დატოვება მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი