საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინელ კოლეგასთან „ხანმოკლე შეხვედრა“ გამართა.
მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდა.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა, ხანმმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
At the NATO Ministerial Meeting had an opportunity to have a short exchange with Ukrainian Foreign Minister @DmytroKuleba. Agreed to continue close communication and I reiterated ??’s support to ??. pic.twitter.com/erKJjn6TUm
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 7, 2022