ახალი ამბები

BBC: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ბევრად უკეთესია დღეს, ვიდრე ერთი წლის წინ

8 აგვისტო, 2011 • • 969
BBC: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ბევრად უკეთესია დღეს, ვიდრე ერთი წლის წინ

ა.შ.შ. სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ არსებობს “სუბსტანციური” პროგრესი ახალი ბირთვული განიარაღების შეთანხმებაზე  რუსეთთან.

მოსკოვში, კლინტონმა და მისმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რომ სტარტი (START- სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეირაღების შემცირება) მალე უნდა დასრულდეს.

ჰილარი კლინტონი მოსკოვში ორი დღე დარჩება. დღეს მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, ახლო აღმოსავლეთის თემაზე.

ირანის საკითხი ორი ქვეყნის შეუთანხმებლობის მთავარი თემაა.ქვეყნების პოზიციები არ ემთხვევა ირანის ბირთვული სადგურის გახსნის გეგმას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ერთობლივ კონფერენციაზე კლინტონთან, განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი “სტარტის” საბოლოო ეტაპზე მივიდნენ.

“უკანასკნელი შედეგები ჩვენი წარმოებული მოლაპარაკების გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ საბოლოოდ მალე შევთანხმდებით,”- განაცხადა კლინტონმა.

ამერიკა სურს, რომ 2000 სტრატეგიული ბირთვული იარაღი ჰქონდეს, როდესაც რუსეთი 3000 ასახელებს. ორივე მხარე შეთანხმდა ამ რიცხვის შემცირებაზე 1500-მდე.

მაგრამ არსებობს შეუთანხმებლობა გაზომვის თაობაზე, ანუ როგორ უნდა იყოს დათვლილი იარაღის რაოდენობა

კლინტონმა განაცხადა,რომ უკანასკნელი წლის მანძილზე რუსეთმა და ამერიკამ ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ აღედგინათ გაფუჭებული ურთიერთობები.

ბიბისის ცნობით, თარიღი შეთანხმების მიღწევის თაობაზე არ იქნა დასახელებული, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ახალ “სტარტს” ხელს ბარაკ ობამა აპრილში მოაწერს, როდესაც ის უმასპინძლებს კონფერენციას ბირთვული განიარაღების შესახებ.

ბიბისის კორესპონდენტის თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ბევრად უკეთესია დღეს, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

ჰილარი კლინტონი მოსკოვში ოთხშაბათს ჩავიდა. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს “ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის” შეხვედრაში. ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების საკითხზე შექმნილი საერთაშორისო ოთხეულის შეხვედრაში.   სადაც შეერთებული შტატების, რუსეთის, გაეროს და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ისრაელის ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი ებრაული დასახლების მშენებლობას ითვალისწინებს.

ამერიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კლინტონმა თავის შეხვედრათა გრაფიკში ერთი შეხვედრა დაამატარა, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. დღესვე გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან.

Clinton-Medvedev
Clinton-Medvedev

 

მასალების გადაბეჭდვის წესი