ახალი ამბები

რუსეთს ევროკავშირის მაღალი რანგის პირები შავ სიაში შეჰყავს

31 მარტი, 2022 • 807
რუსეთს ევროკავშირის მაღალი რანგის პირები შავ სიაში შეჰყავს

რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები „ყოველგვარ ზღვარს სცდება“ და საპასუხოდ „შავ სიაში“ შეჰყავს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, „შეზღუდვები ეხება ევროპული კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მათ შორის, არაერთ ევროკომისარსა და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებს“.

ამასთან, „შავ სიაში“ შეჰყავთ „ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა“, რომლებიც, უწყების თანახმად, „ხელს უწყობენ ანტირუსულ პოლიტიკას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი