ახალი ამბები

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა – სამიზნე ტექნოლოგიური სექტორია

31 მარტი, 2022 • 775
აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა – სამიზნე ტექნოლოგიური სექტორია

შეერთებულმა შტატების ხაზინამ რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა.

გამოცემა New York Times-ის ცნობით, სანქციები დაუწესდათ რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და არალეგალური შესყიდვების ქსელებს, რასაც ქვეყანა იყენებდა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

34 ახლად სანქცირებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს შორის არის Serniya და Sertal, – მოსკოვში არსებული კომპანიები, რომლებიც „უკანონოდ ყიდულობენ … ტექნოლოგიებს რუსეთის თავდაცვის სექტორისათვის“.

სანქციები შეეხო კომპანია Mikron-საც,- რუსულ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში ჩიპების (ნახევარგამტარების) ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გამოყენებით პუტინის საომარი მანქანის მიზანში ამოღებას ყველა მიმართულებით, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება“, – განაცხადა შტატების ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი