CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის რეკორდული რაოდენობის გამოტანას გეგმავს.
გეგმა გულისხმობს სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელის გამოშვებას უახლოეს თვეებში. განცხადება ამის შესახებ, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
ბაიდენმა თვის დასაწყისში გამოაცხადა ნავთობის რეზერვებიდან მარაგების კოორდინირებული გამოტანის შესახებ. აშშ-მა ასევე გამოიყენა დაახლოებით 60 მილიონი ბარელი რეზერვებიდან ნოემბერში, რაც იმ დროს რეზერვებიდან გამოტანილი ნავთობის ყველაზე დიდი რაოდენობა იყო.
აშშ-ში ჩვეულებრივი ბენზინის ფასი ბოლო რამდენიმე თვეა იზრდება და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს — გალონზე (3.785 ლიტრი) 4.33 დოლარს მიაღწია. CNN-ის თანახმად, 600 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის მარაგს, რომელიც ინახება მიწისქვეშა მარილის გამოქვაბულებში ლუიზიანასა და ტეხასში, ზოგადად, შეიძლება მხოლოდ შეზღუდული გავლენა იქონიოს გაზის ფასებზე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ნავთობის გამოშვება შეიძლება ერთდროულად, მაგრამ იქნება პოლიტიკური ნიშანი, რომ ბაიდენი აგრძელებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.