უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გატაცებული ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი უკვე ცოცხალი აღარაა.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ The economist-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. ზოგიერთი მათგანი მოკლეს. ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ზოგიერთ ქალაქში საოკუპაციო ძალებმა მერები შეცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც დონბასში 2014 წელს იყენებდნენ.
