ახალი ამბები

ენმ-ის წევრები ბალტიელ პარლამენტარებთან ერთად უკრაინის რადას ესტუმრნენ

25 მარტი, 2022 •
ენმ-ის წევრები ბალტიელ პარლამენტარებთან ერთად უკრაინის რადას ესტუმრნენ

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ქართველ დეპუტატებს ენმ-დან — ხატია დეკანოიძესა და დავით ხაჯიშვილს, ასევე ენმ-ის გენერალურ მდივან პეტრე ცისკარიშვილს უმასპინძლა.

გარდა ქართველი პოლიტიკოსებისა, 24 მარტს რადას  ასევე ესტუმრნენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები.

საქართველოს მმართველი პარტიიდან უკრაინაში ამ დრომდე არავინ ჩასულა.

უკრაინის უმაღლესი რადას სხდომა, 24.03. 2022 

ფოტო: FB / Верховна Рада України

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიისა პარლამენტის თავმჯდომარეები უკრაინის დროშებით უკრაინის უმაღლესი რადას სხდომას ესწრებიან

ფოტო: FB / Верховна Рада України

უკრაინის რადას თავმჯდომარე ლიეტუველ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად

ფოტო: FB / Верховна Рада України

დავით ხაჯიშვილი, ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში

ფოტო: FB / დავით ხაჯიშვილი

ბალტიელ კანონმდებლებს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი