ახალი ამბები

გია ნოდია: არ ვიცოდი, რომ მოდელირებული ” ქრონიკა”მინიშნების გარეშე გავიდოდა ეთერში

8 აგვისტო, 2011 • 2093
გია ნოდია: არ ვიცოდი, რომ მოდელირებული ” ქრონიკა”მინიშნების გარეშე გავიდოდა ეთერში

გია ნოდიამ, რომელიც გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში იყო მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც 13 მარტს, “იმედის”  ეთერში გასული გადაცემა -„იმიტირებული“ ქრონიკის სცენარის შემდგენეში მიიღო მონაწილეობა, გუშინ “მაესტროში” სატელეფონო ჩართვის დროს დაადასტურა, რომ გადაცემის სცენარი წინასწარ იცოდა. „კი, მე დამირეკეს ,,იმედიდან“ მონაწილეობა რომ მიმეღო გადაცემაში. ვუთხარი, რომ ჩამოვდიოდი გვიან და ვერ მივიღებდი მონაწილეობას, მე სტამბულში ვიყავი. მაშინ მთხოვეს, რომ  ასეთი გეგმა გვაქვს და იქნებ გადახედოთო სცენარს. და მე გადავხედე სცენარს“, – ამბობს გია ნოდია.

გია ნოდია უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მან იცოდა, თუ როგორ იქნებოდა გადაცემა ტექნიკურად აგებული, რომ „იმიტირებული ქრონიკა“ მინიშნების გარეშე გავიდოდა ეთერში. „როგორ მოხდებოდა ეს, მსახიობები იქნებოდნენ თუ როგორ იქნებოდა, არ ვიცოდი“, – ამბობს გია ნოდია.

მისივე თქმით, მან ერთი-ორი შენიშვნა მისცა იდეის ავტორებს, არსებითი შენიშვნები არ ჰქონდა, რადგან დრო არ ჰქონდა, რომ ჩაღრმავებოდა სიუჟეტს.

გია ნოდია ვერ იხსენებს ვინ დაუკავშირდა „იმედიდან“. მისი თქმით, უთხრეს, რომ  „იმედიდან“ იყვნენ; სახელი და გვარი უთხრეს თუ არა, არ ახსოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი