ახალი ამბები

თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას უკრაინა ჰქვია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

23 მარტი, 2022 •
თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას უკრაინა ჰქვია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ალყისა და დაბომბვების შემდეგ, ოკუპაციის რეალობა შემაძრწუნებელია. ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში, რათა შემოჭრა გააპროტესტონ.

თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას უკრაინა ჰქვია. უკრაინული დროშა არის თავისუფლების დროშა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 23 მარტს.

მისი განცხადებით, ევროკავშირი დაეხმარება იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მიიღებენ უკრაინელ ლტოლვილებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან განიხილავს ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის, როგორც გაერთიანების მიერ გაზის შეძენის შესაძლებლობასა და იმ ქვეყნებისთვის მარაგების გადანაწილების საკითხზე, რომელთაც ბუნებრივი აირი სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი