უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანგულ კომპანიებს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდა.
„რენომ, აშანმა, ლერუა მელენმა და სხვა კომპანიებმა, აუცილებლად უნდა შეწყვიტონ რუსული საომარი მანქანის დაფინანსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ბოლო ხანებში ფრანგული მანქანათმწარმოებელი, რენო, კრიტიკის ობიექტია, რადგან კომპანიამ მოსკოვის ქარხანაში მუშაობა განაახლა.
რენო, კრიტიკის მიუხედავად, რუსულ ბაზარს არ ტოვებს.
