ახალი ამბები

ნესტლე ნესქვიკსა და კიტ-კეტს რუსეთში აღარ გაყიდის

23 მარტი, 2022 • 1346
ნესტლე ნესქვიკსა და კიტ-კეტს რუსეთში აღარ გაყიდის

შვეიცარული კომპანია „ნესტლე“ აცხადებს, რომ რუსულ ბაზარზე პროდუქციის ნაწილის გაყიდვას შეწყვეტს.

როგორც „მედუზა“ წერს, რუსეთში აღარ გაიყიდება „ნესქვიკი“ და „კიტ-კეტი“, ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სხვა პროდუქტების შესახებ (მათ შორისაა ნესკაფე) კი პრეს-რელიზში საუბარი არის.

კომპანიის განცხადებით, რუსულ ბაზარზე მათი მიზანი არა ფულის გამომუშავება, არამედ აუცილებელი პროდუქციის მომხმარებლებისთვის მიწოდებაა, როგორიცაა ბავშვთა კვების პროდუქტები და საკვები დანამატები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსულ ბაზარზე მიღებულ მოგებას მთლიანად უკრაინის დასახმარებლად მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავენ.

მანამდე, „ნესტლე“ რუსულ ბაზარზე დარჩენის გამო უკრაინაში გააკრიტიკეს. შვეიცარიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, კომპანია გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი