ახალი ამბები

ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა და რუსეთი დატოვა — მედია

23 მარტი, 2022 • 7498
ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა და რუსეთი დატოვა — მედია

მედიის ინფორმაციით, რუსმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა, „როსნანოს“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა, მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა და ქვეყანა დატოვა.

ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg და TASS წერენ.

ანატოლი ჩუბაისის ძმამ იგორ ჩუბაისმა RBC-ს უთხრა, რომ არაფერი იცოდა ძმის გადადგომისა და რუსეთიდან წასვლის შესახებ. Forbes-ის ჟურნალისტებმა შეძლეს ანატოლი ჩუბაისთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მან არ უპასუხა კითხვას, დატოვა თუ არა რუსეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი