უკრაინის უმაღლესი რადას განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატი ოლექსანდრ კნიგა გაიტაცეს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს, 23 მარტს დილით, ოლექსანდრ კნიგას სახლში შეიჭრნენ და ისე გაიტაცეს.
რადას ინფორმაციით, ოლექსანდრ კნიგა ასევე არის რეგიონალური მუსიკისა და დრამის თეატრის დირექტორი, რომელიც ხერსონის კულტურულ-იდეოლოგიურ ცენტრად მიიჩნევა. მათი განცხადებით, ამიტომ, ოკუპანტებმა ჩხრეკა ჩაატარეს თეატრშიც.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.