ახალი ამბები

გუდიაშვილის მოედანზე მუნიციპალური ფართები აუქციონზე გაიყიდება – კალაძე

23 მარტი, 2022 • 844
გუდიაშვილის მოედანზე მუნიციპალური ფართები აუქციონზე გაიყიდება – კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება.

23 მარტს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ „კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს“.

„მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების აუქციონზე გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული, თუმცა ამ პროცესში, პარალელურად, დედაქალაქის მერია იქნება ჩართული, რათა გუდიაშვილის მოედანი იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება, არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანონ ფართები აუქციონისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი