ახალი ამბები

არველაძე ფაბრიკაციას უწოდებს სატელეფონო ჩანაწერს

8 აგვისტო, 2011 • 848
არველაძე ფაბრიკაციას უწოდებს სატელეფონო ჩანაწერს

ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელი გიორგი არველაძე www.copoka.net–ზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

გიორგი არველაძემ გუშინ ტელეკომპანიების „მაესტროსა და  ”რუსთავი 2”-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი  რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი სხვადასხვა საუბრების ჩანაწერებიდან ამოკრიფით დაამზადეს.

 ”ეს არის პროვოკაცია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულ საიტზე გამოქვეყნდა და ის რეზონანსი, რაც გადაცემას მოჰყვა, მომგებიანად შეაფასეს. დამატებითი პროვოკაციის შეგდება სურდათ. გასაგებია რაც ხდება. ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციას შეადგენს. ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზებია. ასე შეიძლება დალაი ლამას ან რომის პაპთან ჩემი საუბარი

 აუდიო ჩანაწერი www.copoka.net – ზე გამოქვეყნდა და შემდეგ სოციალურ ქსელ facebook– ით გავრცელდა,  როგორც  ეკა წამალაშვილსა და გიორგი არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი,  ჩანაწერის თანახმად, არველაძე წამალაშვილს ეუბნება, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგია გადაცემის დასაწყისში გაკეთდეს განმარტება ინსცენირებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი