ახალი ამბები

რუსეთში სატანკო ქარხნები მუშაობას წყვეტენ ნაწილების არქონის გამო – უკრაინის გენშტაბი

22 მარტი, 2022 •
რუსეთში სატანკო ქარხნები მუშაობას წყვეტენ ნაწილების არქონის გამო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთში მუშაობას წყვეტენ ტანკმშენებელი და ტანკების შემკეთებელი ქარხნები.

უკრაინული მხარის თანახმად, მიზეზი უცხოეთში დამზადებული სატანკო ნაწილების ნაკლებობაა.

„ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხანამ და „ურალზავოდმა“ მუშაობა შეაჩერეს. ეს კომპანიები სპეციალიზირდებიან ტანკებისა და სხვა ჯავშანტრანსპორტიორების დამზადებასა და შეკეთებაზე“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

ამ ინფორმაციას რუსეთი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

უკრაინული მხარის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე, 500-მდე რუსული ტანკი და 1 500-ზე მეტი ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი