ახალი ამბები

იმიტირებული “ქრონიკის” ყურებისას ადამიანი გარდაიცვალა

8 აგვისტო, 2011 • • 1078
იმიტირებული “ქრონიკის” ყურებისას ადამიანი გარდაიცვალა

13 მარტს დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მკვიდრი გაიოზ აბდუშელიძე გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ ყურებისას გარდაიცვალა.

50 წლის გაიოზ აბდუშელიძეს ეთერში გასული იმიტირებული ქრონიკის ყურებისას გულის შეტევა დაეწყო.

ავადმყოფი გულის მქონე აბდუშელიძეს ინფარქტი ერთხელ უკვე გადატანილი ჰქონდა. გარდაცვლილის ბიძა, ირაკლი ოდიშელიძე აცხადებს, რომ როგორც კი გულის არეში ტკივილი იგრძნო, მან პრეპარატი „ნიტრომინტი“ მიიღო, თუმცა შეტევა გამძაფრდა, აბდუშელიძე სკამიდან გადმოვარდა და მომენტალურად გარდაიცვალა. სახლში ამ დროს მისი მეუღლე და დედა იმყოფებოდნენ, რომელთაც სასწრაფოდ სამედიცინო სამსახურს მიმართეს და ოჯახის წევრისთვის ხელოვნური სუნთქვის გაკეთება სცადეს.

დუშეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ოდიშელიძეების ოჯახიდან გამოძახება საღამოს 9 საათზე მიიღო. მორიგე ექიმის, თამარ ბახტაძის თქმით დუშეთის რაიონული ცენტრიდან სოფელ არაგვისპირში სასწრაფო სამსახურის ბრიგადა 11 წუთში მივიდა. ბახტაძე ამბობს, რომ რეანიმაციას აზრი არ ჰქონდა. გაიოზ ოდიშელიძე ამ დროისთვის გარდაცვლილი იყო. სასწრაფო სამსახურის დიაგნოზით  გარდაცვალების მიზეზი კარდიული სიკვდილი (ინფარქტი) იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი