ახალი ამბები

„გულგრილობა კლავს“ – ზელენსკის მიმართვა ისრაელის პარლამენტს

20 მარტი, 2022 •
„გულგრილობა კლავს“ – ზელენსკის მიმართვა ისრაელის პარლამენტს

„გულგრილობა კლავს“ – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნსკიმ დღეს, 20 მარტს, ისრაელის პარლამენტს ( ქნესეთს), სადაც ისრაელის კანონმდებლები უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო გააკრტიკა.

ზელენსკიმ თავის გამოსვლაში არაერთხელ გაავლო პარალელი ჰოლოკოსთან და უკრაინაში დღეს მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან.

ზელენსკის თქმით, 24 თებერვალი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღი 1920 წელს გერმანიაში ნაცისტური პარტიის დაარსების თარიღიცაა.  მისი თქმით, ნაცისტების შემდეგ 102 წლის თავზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შესახებ ბრძანება გაიცა, რასაც უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

„რუსები იყენებენ ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას, მათ უნდათ ყველაფერი გაანადგურონ. ნაცისტებმა ამას უწოდეს “ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა. ახლა კი… მოსკოვში… ისინი იყენებენ ამ სიტყვებს “საბოლოო  გადაწყვეტა”. მაგრამ ახლა ეს ჩვენსა და უკრაინის საკითხის წინააღმდეგაა მიმართული[…]

თქვენ იცით, რომ ეს[ბაბინ იარის] ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალია და აქ არის ებრაელი ხალხის სასაფლაო, სადაც ისრაელიდან ათობით ათასი ადამიანი ჩამოდის რაბინი ნაჩმანის საფლავის მოსანახულებლად… რა დარჩება უკრაინის ქალაქებისგან ამ ომის შემდეგ?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა თავისი არჩევანი 80 წლის წინ გააკეთეს, როცა ებრალები გადაარჩინეს,  ახლა კი  ეს არჩევანი ისრაელის მოქალაქეებს აქვთ.

„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალებს მსოფლიოში, ეძებს ადგილს, ისევე, როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ  ცოცხალი გადარჩნენ, ზუსტად ის, რასაც თქვენ ეძებდით[…]

დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით თქვენს დახმარებას, როცა სხვა ქვეყნები გვეხმარებიან? რატომ არ არის ისრაელის დახმარება… Რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? მედიაცია მხარის არჩევის გარეშე? დაგიტოვებთ ამ კითხვებს პასუხის გასაცემად, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს” –  განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მედიაცია შესაძლებელია ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ზელენსკიმ ისრაელის კანონმდებლები  უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არმიერთების გამოც გააკრიტიკა.

„თქვენ იცით, როგორ დაიცვათ თქვენი ინტერესები და დაეხმაროთ უკრაინას, უკრაინელების დასაცავად. უკრაინის ებრაელების დასაცავად. ბევრჯერ შეგვიძლია ვიკითხოთ, რატომ არ ვიღებთ თქვენგან იარაღს, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს სერიოზული სანქციები. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი ამ კითხვებზე და იცხოვროთ მათთან ერთათ“, – მიმართა ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი