ახალი ამბები

უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეთა გასაყვანად ავტობუსის რეისები დაინიშნა – საგარეო

19 მარტი, 2022 • 2902
უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეთა გასაყვანად ავტობუსის რეისები დაინიშნა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან.

“ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს კიევის დროით 09:00 საათზე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან”, – აღნიშნავს უწყება.

უწყების თანახმად, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე და მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომრებზე:

+380 (63) 376 77 68

+380 (63) 376 73 64

“უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას…” – დასძენს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი