ახალი ამბები

იმიტირებული ”ქრონიკის” ყურების შემდეგ ორსულს ნაადრევი მშობირობა დაეწყო

8 აგვისტო, 2011 • • 1080
იმიტირებული ”ქრონიკის” ყურების შემდეგ ორსულს  ნაადრევი მშობირობა დაეწყო

იმიტირებული ”ქრონიკის” ეთერში გასვლის შემდეგ ორსეულს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

31 წლის ნათია თომაძე  ექიმების დიაგნოზით მშობიარობას 14 –15 აპრილს ელოდა.  ნათიას   მულმა, თამარ ვეფხვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ის ძალიან ცუდად გახდა,  აღელდა, იტირა, გამთენიისას კი  წყლის დაღვრა დაეწყო. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პაციენტს საკეისრო კვეთის გაკეთება დასჭირდა.

ამჟამად ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, საკეისრო ოპერაციის შემდეგ დედა თავს სუსტად გრძნობს.

ნათია თომაძემ   ქორიძის სახელობის #4–ე სამშობიაროში იმშობიარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი