ახალი ამბები

ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი კეთდება – მორავიეცკი

17 მარტი, 2022 •
ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი კეთდება – მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე არმიერთებისა, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე დღეს, 17 მარტს, განაცხადა.

„არის ხმები, რომ თითქოს საქართელო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს.

ვინ შეიძლება უკეთ გაუგოს უკრაიანას, თუ არა ქართველებმა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ტერიტორიის 20% ამჟამად ოკუპირებულია. ამიტომ ამ ადგილიდან მე მსურს გამოვხატო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისათვის, რომლებიც საქართველოში რთულ სიტუციაში იმყოფებიან. ვინაიდან ის აგრესია, რომელიც 2008 წელს იყო, საქართველოში დღემდე იგრძნობა. პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს და გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი