ახალი ამბები

ბაიდენმა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა

17 მარტი, 2022 • 2209
ბაიდენმა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

„ის სამხედრო დამნაშავეა“ — უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

სამხედრო დამნაშავეები არიან ორგანიზატორები, წამქეზებლები, ხელმძღვანებლები და შემსრულებლები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობის, ადამიანურობის, სამხედრო კანონებისა და ომის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ცალკეული სახელმწიფოების სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებით.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი