ახალი ამბები

უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი

16 მარტი, 2022 •
უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი

უკრაინული მხარის თანახმად, მოკლეს რუსეთის მე-4 გენერალი, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი.

მიტიაევი რუსეთის ელიტარულ, 150-ე მოტორიზებულ დივიზიას ხელმძღვანელობდა. უკრაინული მხარის თანახმად, იგი ბატალიონი „აზოვის“ მებრძოლებმა მარიუპოლში მოკლეს.

მანამდე, უკრაინელებმა განაცხადეს, რომ მოკლეს გენერალი ანდრეი სუხოვეცკი, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი და გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ქვეყანას უტევს სამი მხრიდან, არტილერიითა და ავიაციით ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობასაც. ომის შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ქვეყნებში გადავიდა. დაბომბვას ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 100-ზე მეტი ბავშვი.

რუსეთი აცხადებს, რომ მათი მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი