ახალი ამბები

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კანადის პრემიერ-მინისტრსაც აუკრძალა

15 მარტი, 2022 • 1757
რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კანადის პრემიერ-მინისტრსაც აუკრძალა

რუსეთი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლის და თავდაცვის მინისტრს, ანიტა ანანს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე გაავრცელა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციებს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მის კაბინეტსაც დაუწებს.

ჯო ბაიდენს, მის შვილს და კაბინეტის წევრებს, ჯასტინ ტრუტოს მსგავსად, რუსეთში ჩასვლა აღარ შეეძლებათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გეგმავენ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას და მას დაემატებიან კანონმდებლები, ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც „რუსოფობები არიან ან რუსეთის მიმართ ზიზღს გამოხატავენ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი