ახალი ამბები

ლუკაშენკოს თქმით, 2 დღის წინ ბელარუსს რაკეტა Точка-У ესროლეს

15 მარტი, 2022 • 2188
ლუკაშენკოს თქმით, 2 დღის წინ ბელარუსს რაკეტა Точка-У ესროლეს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2 დღის წინ ბელარუსის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა, Точка-У გაისროლეს.

ლუკაშენკომ 15 მარტს განაცხადა, რომ შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის საათებში მოხდა.

მას არ დაუზუსტებია, ვინ გაისროლა რაკეტა, თუმცა თქვა, რომ რაკეტა რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა გაანეიტრალეს.

„სადღაც მდინარესთან გდია [პრიპიატში, ჩერნობილის სიახლოვეს]. ვისაც აინტერესებს, ვინც ახლოსაა, მიდით, თავად ნახეთ. დამალული არაფერია“, – განაცხადა მან.

ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი არ აპირებს ჩაერთოს „ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში“, თუმცა მის ჩათრევას ცდილობენ.

„საბრძოლო პერსპექტივიდან ვამბობ, – არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. აბა, იფიქრეთ, რა შეიძლება იქ შევმატოთ რუსეთს“? – განაცხადა ლუკაშენკომ.

„ჩვენ შეიძლება რუსეთს რაიმე იარაღი შევმატოთ? ჩვენ თავად ვყიდულობთ [იარაღს] რუსეთის ფედერაციისგან. მათ ეს ყველაფერი აქვთ, და უკეთესიც კი. ამიტომ, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და არც გვეძახიან“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

თუმცა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის „უმნიშვნელოვანესი ამოცანა“ შემდეგში მდგომარეობს: „გავაფრთხილოთ [რუსეთი] ზურგიდან შესაძლო თავდასხმაზე“


უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 13 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელარუსულ დასახლებებზე საავიაციო თავდასხმას და შემდგომ ამის უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა. უკრაინულმა მხარემ ვიდეოც გაავრცელა, სადაც, მათი თქმით, ჩანს, რომ რუსულმა ავიაციამ ბელარურის ტერიტორია დაბომბა.

რეზნიკოვმა განაცხადა:

„გარანტიას გაძლევთ, რომ უკრაინის არმია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს რაიმე სახის აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.

რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის სამთავრობო პრორაგანდის მიხედვით, უკრაინაში მიმდნარეობს არა სრულმასშტაბიანი ომი, არამედ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

ამ კონტექსტში სიტყვა ომის გამოყენება რუსეთში მედიასაც აუკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი