დღეს, თბილისის დროით 16:25 საათზე, ვანთან 4.7 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა იმერეთში.

ინფორმაციას ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანახმად, მიწისძვრის სიღრმე 5 კმ იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სულორთან ახლოს იყო.