ახალი ამბები

მადლიერი ვარ პრეზიდენტის, რომ მოქალაქეების ნება წარმოაჩინა – გახარია

14 მარტი, 2022 • 1683
მადლიერი ვარ პრეზიდენტის, რომ მოქალაქეების ნება წარმოაჩინა – გახარია

ექსპერმიერი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა, მის მიერ საქართველოსა და მისი მომავლისთვის ამ რთულ პერიოდში გამოვლენილი ლიდერობისთვის. მადლობელი ვარ საქართველოს მოქალაქეების ნების წარმოჩენისთვის და ეროვნული თვითშეფასების აღდგენისთვის“, – წერს გიორგი გახარია ტვიტერზე.

„კიდევ ერთხელ [ვაცხადებ], – დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების გარშემო ერთიანობის დრო“, – აცხადებს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი.

14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მისამართით.

  • სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ საზოგადოება დღეს პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია.
  • ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.
  • „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“, – განაცხადა მან.
  • მან უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოდან გაწვეული ელჩის უკან დაბრუნების თხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი