ხერსონში, რომელიც ამჟამად რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა, მოქალაქეები აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ ხერსონი ერთიანი უკრაინის ნაწილია.
გუშინ, 12 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს რეგიონში რეფერენდუმი ჩაატაროს “დამოუკიდებლობის” მოთხოვნით, თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობას აწყდება. კულება აღნიშნავს, რომ ხერონში ოკუპანტებს ნულოვანი მხარდაჭერა აქვს.
ქალაქში რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად იმართება გამოსვლები.
ადგილობრივი გამოცემა Ukrinform წერს, რომ რეგიონული საბჭოს დეპუტატებმა ხერსონში საგანგებო სხდომა გამართეს და მოახდინეს დეკლარირება, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილია. გამოცემის ცნობით, ხერსონის მერი აცხადებს, რომ საბჭო არ დაუშვებს მსგავს მცდელობებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.
გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.








