საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 13მარტს ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული იმიტაციურ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია მიიჩნევს, რომ გასული სიუჟეტი არღვევს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს.
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს თანახმად “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.”
