ახალი ამბები

წითელი შუქი ნატოს უკრაინიდან

8 აგვისტო, 2011 • • 1498
წითელი შუქი ნატოს უკრაინიდან

მომზადებულია “Russia Today” და “Риа Новости”–ის მიხედვით

უკრაინის მმართველი პარტია  აცხადებს,რომ ქვეყანა არ აპირებს გახდეს რომელიმე ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკური ალიანსის წევრი. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ინფორმაცია უკრაინულ გაზეთ “უკრაინის ხმა”–ში გამოქვეყნდა.

„სტატუსის კანონით გამყარება ნიშნავს, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთი ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსში,“– ნათქვამია  დოკუმენტში, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა.  თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ „გაგრძელდება კონსტრუქციული ურთიერთობა ნატოსთან, ყველა საკითხზე, რომელიც ალიანსის და ქვეყნის საერთო ინტერესებს წარმოადგენს.“

უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობა “სტაბილურობა და რეფორმები” შეთანხმდა  „დღის წესრიგში დადგეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხი  რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრობასა და კეთილმეზობლობაზე, ასევე ურთიერთსასარგებლო სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებზე.“  ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას „ეკონომიკურ ინტეგრაციაში პოსტსაბჭოთა სივრცესთან ნაციონალური ინტერესებით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციული პრინციპებით“.

მიღწეულ შეთანხმებაში ჩართულია პუნქტი, რომ „უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქარტიის შესრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე უკრაინასა და ამერიკასთან. სახელმწიფოებს შორის  პარტნიორობა და პრინციპები ეფექტურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.“ ოფიციალური კიევი გაატარებს „დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას“ და უზრუნველყოფს „ფართო სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობას შემდეგ ქვეყნებთან: „დიდი ოცეული“ ,ცენტრალურ აზია, ლათინო–ამერიკული ქვეყნები და აფრიკა.

უკრაინის პარლამენტში 11 მარტს შეიქმნა ახალი კოალიცია „სტაბილურობა და ეფექტურობა“ რომელშიც რადის 235 დეპუტატი შევიდა.

“Russia Today” წერს, რომ ეს არის მკვეთრად კონტრასტული ნაბიჯი, უკრაინის ყოფილ მთავრობასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ვიქტორ იუშჩენკოს სურდა, ქვეყნის ნატოში გაერთიანება, მისი პრეზიდენტად არჩევის დღიდან.

ახალმა მთავრობამ არც კი ახსენა დოკუმენტში ევროკავშირი, სადაც გაწევრიანება ასევე იყო იუშჩენკოს სურვილი.

ახალი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. ვიქტორ იანუკოვიჩის ოპოზიციის თქმით, ისინი აპირებენ გააგრძელონ ბრძოლა იანუკოვიჩისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პარლამენტში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი