ახალი ამბებირეკლამა

ბილაინი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და არ წარმოადგენს რუსულ ინტერესს – ბილაინი

11 მარტი, 2022 •
ბილაინი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და არ წარმოადგენს რუსულ ინტერესს – ბილაინი

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი ეხმაურებ 2022 წლის 10 მარტს მედიაში, IDFI- ს კვლევის გაშუქებისას გადმოცემულ ინფორმაციას, სადაც კომპანია რუსულ ინტერესად არის მოხსენიებული. ბილაინის განცხადებით, ის  პირნათლად ემსახურება მის 1.3 მილიონ მომხმარებელს და ჩვენს ქვეყანას.

“ბილაინი უკრაინაში ომის პირველივე დღიდან უდგას გვერდში უკრაინელ ხალხს და არანაირად არ წარმოადგენს რუსულ ინტერესს ან იმართება რუსეთის მიერ.,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით,  „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) 100%-ის მფლობელია შპს VEON-ი (NASDAQ: VEON, Euronext Amsterdam: VEON), მობილური კავშირისა და სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფი მსოფლიოში. „ვიონი საქართველოს“ მფლობელი, როგორც ამას კომპანიაში აცხადებენ, არ არის მიხაილ ფრიდმანი. საკუთრივ VEON-ს საერთოდ არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი აქციონერი (წყარო: საჯაროდ ხელმისაწვდომი, 2021 წლის 20-F განაცხადი აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიაში (SEC)).

მიხაილ ფრიდმანი არ არის არც VEON -ის მაკონტროლებელი ან მესაკუთრე. მიხაილ ფრიდმანი ფლობს არასაკონტროლო წილს LetterOne ჯგუფში, რომელიც წარმოდგენს VEON-ის  ჩვეულებრივი, ხმის უფლების მქონე აქციების 47.85%-ის მფლობელი LetterOne-ის საბოლოო აქციონერს. LetterOne-ის გარდა, VEON-ის აქციონერები არიან  Morgan Stanley & Co. LLC, Pictet Asset Management Ltd., Wellington Management Co, TT International Asset Management და ბევრი სხვა ცნობილი კომპანია და ფონდი.

VEON-ის ყველა აქციონერს, მათ შორის LetterOne-ს აქვთ იდენტური ხმის უფლება; არცერთს არ აქვს „განსაკუთრებული“ ხმის უფლება, არც წესდებით და არც VEON-სა და აქციონერებს შორის რაიმე შეთანხმებით. მიხაილ ფრიდმანი არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ ფლობს VEON-ის აქციებს LetterOne –ის მიღმა – ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციით გადამოწმებადი ინფორმაციაა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც VEON-ის მფლობელობაში არსებულ კომპანიას, „ვიონი საქართველოს“ ეკრძალება და არ ანხორციელებს არანაირ პოლიტიკურ შემოწირულობას,” – აღნიშნულია ბილაინის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი