ახალი ამბები

აღუდგეთ იარაღის ტარების უფლება მათ, ვისაც ეს წარსულში ჰქონდათ – „გირჩის“ ინიციატივა

10 მარტი, 2022 • 1380
აღუდგეთ იარაღის ტარების უფლება მათ, ვისაც ეს წარსულში ჰქონდათ – „გირჩის“ ინიციატივა

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ იარაღის ტარების უფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ეს წარსულში ჰქონდათ. ამის შესახებ კანონპროექტი პარტიამ დღეს, 10 მარტს, დაარეგისტრირა.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწავედად უკეთესი გზა არ არსებობს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას.

„დღეს შევიტანეთ კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, ყოფილ პოლიციელებს, ყოფილ სამხედროებს, მათ შორის ვეტერანებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება, აღუდგებათ. თავის დროზე შემოწმდა, რომ ამ ხალხისთვის იარაღის ნდობა შეიძლება. ეს ხალხი უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ მთელი ქვეყანა ნელ-ნელა შევაიარაღოთ.

უკეთესი გზა მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის, რათა მათ არ მოუნდეთ ამ ქვეყნის დაპყრობა, არ არსებობს. ეს არის პირველი ნაბიჯი. გთხოვთ, ბევრ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა, ვისაც ეს შეეხება, და სთხოვოთ კანონპროექტის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი