ახალი ამბები

“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე უგულავა უდანაშაულოდ ცნეს

9 მარტი, 2022 • 1184
“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე უგულავა უდანაშაულოდ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძიუდოისტის ცემის” საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის მონაწილეებმა დაზიანება რომ მიაყენეს ერთმანეთს, ექსპერტიზით დასტურდება, თუმცა მხარეების მიერ განვითარებული რომელიმე ვერსიის მისამხრობად საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, ერთი ან მეორე მხარის პოზიცია გაეზიარებინა. მოსამართლის თქმით, ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

საუბარია 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც უგულავას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. გიგი უგულავას ედავებიან ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი