ახალი ამბებიეკონომიკა

ახალი წესით რუსეთში ბანკებიდან 10000 დოლარზე მეტს ვერ გაანაღდებენ

9 მარტი, 2022 • 2326
ახალი წესით რუსეთში ბანკებიდან 10000 დოლარზე მეტს ვერ გაანაღდებენ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, დასავლური ფინანსური სანქციების კვალდაკვალ, უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებაზე შეზღუდვები დააწესა.

ამიერიდან რუსული ბანკების კლიენტებს საკუთარი ანგარიშებიდან მხოლოდ 10 000 დოლარის ფარგლებში შეეძლებათ ამერიკული კუპიურების გატანა, ამ თანხის ზემოთ დოლარი აღარ გაიცემა, თანხა რუბლში გადახურდავდება და კლიენეტს რუსული ვალუტის კუპიურებს მისცემენ.

მაგალითად, თუ კლიენტი ბანკში 20 000 დოლარს ინახავს და ამ თანხის ანგარიშიდან მოხსნას დააპირებს, მას ქეშის სახით მხოლოდ 10 000 დოლარს მისცემენ, დანარჩენი რუბლში გადახურდავდება.

შეზღუდვა ძალაში 9 სექტემბრამდე დარჩება.  რუსულ ბანკებს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს, სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაედო.

მასალების გადაბეჭდვის წესი