ახალი ამბები

ზელენსკის „we shall fight on the beaches“

8 მარტი, 2022 • 2570
ზელენსკის „we shall fight on the beaches“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, ველებზე, სანაპიროებსა და ქუჩებში.

უკრაინელები არ დანებდებიან და არ დავმარცხებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მას ბრიტანელი დეპუტატები ტაშითა და ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ.

1940 წელს ბრიტანეთის ომის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წაიკითხა ისტორიული სიტყვა „ჩვენ ვიბრძოლებთ სანაპიროებზე“, – რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ოპერაციის მიმდინარეობასა და ბრიტანეთის პოზიციას შეეხებოდა.

სიტყვაში ჩერჩილი აცხადებდა, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთის და, შესაბამისად, საკუთარი თავის დასაცავად უნდა ებრძოლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი