ახალი ამბები

UK 2022-ის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს

8 მარტი, 2022 • 1428
UK 2022-ის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს

დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მდივანმა (მინისტრმა) კვასი კვარტენგიმ განაცხადა.

„ეს გადასვლა ბაზარს, ბიზნესს და მიწოდების ჯაჭვებს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად“, – განაცხადა მან.

ბრიტანეთის მოთხოვნაში რუსული ნავთობპროდუქტები წილი 8 პროცენტია.

მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენას კრძალავს.

ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი აკრიტიკებს ბრიტანეთსა და მის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, რომ ნაცვლად რეალური მოქმედებებისა, მხოლოდ ლაპარაკით შემოიფარგლებიან.

ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა, რომელიც მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, განაცხადა, რომ ბრიტანეთმა მხოლოდ 50 ვიზა გასცა უკრაინელ ლტოლვილებზე, მაშინ, როდესაც პოლონეთმა 1.2 მილიონი ლტოლვილი შეიფარა.

„ჩვენ ვართ გულუხვები, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ – ამბობს ბორის ჯონსონი“, – დაწერა ტუსკმა ტვიტერით გავრცელებულ პოსტში, სადაც ბრიტანეთის მიერ უკრაინელებისთვის გაცემული ვიზების ოდენობის შესახებ წერდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი