ახალი ამბები

ამერიკა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ იყიდის – ბაიდენი

8 მარტი, 2022 • 4061
ამერიკა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ იყიდის – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეიძენს.

ამის შესახებ ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელთა შორის. მისივე თქმით, ეს იქნება დიდი დარტყმა პუტინის რეჟიმისთვის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას გაერთიანებული სამეფოც აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი