უკრაინის კოგნიტური მოდელირების ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით, უკრაინელების 78%-ს სჯერა უკრაინის გამარჯვების რუსეთთან ომში, ხოლო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის 80%-ს მიაღწია.
ამასთან, გასული კვირის განმავლობაში გამოკითხულთა 75,3% აცხადებს, რომ დაეხმარა შეიარაღებულ ძალებს, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებს ან მოხალისეებს.
სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ გამოკითხულთა 43,6% მზადაა, გაუძლოს ომთან დაკავშირებულ დისკომფორტს და პრობლემებს, რათა უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინის პირობებით მანამ, სანამ საჭირო იქნება.