ახალი ამბები

აშშ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ევროპელების გარეშე აპირებს – Reuters

8 მარტი, 2022 • 1805
აშშ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ევროპელების გარეშე აპირებს – Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეების გარეშე აპირებს აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტზე აკრძალვის დაწესებას. ინფორმაციას ამის შესახებ ორ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა “თუ ეს მოხდება, სავარაუდოდ, მხოლოდ აშშ იქნება [ქვეყანა, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს]”.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა განუცხადა Reuters-ს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ “სავარაუდოდ, ეს მხოლოდ აშშ იქნება, თუ ეს მოხდება”.

Reuters-ის ცნობით, გერმანიამ, რომელიც რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია, იმპორტის აკრძალვაზე უარი განაცხადა. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ქვეყანა ალტერნატიული წყაროების გაფართოების გეგმაზე მუშაობს, მაგრამ რუსული ნავთობის იმპორტს ერთ ღამეში ვერ შეაჩერებს.

გერმანია აჩქარებს ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების გაფართოების გეგმებს, მაგრამ ვერ შეაჩერებს რუსული ენერგიის იმპორტს ღამით, განაცხადა ორშაბათს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ 6 მარტს განაცხადა, რომ პალატა “იკვლევს” კანონს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ასევე, მისი თქმით, რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, მიმდინარე კვირაში კონგრესი გეგმავს უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას.

“ევროპელ პარტნიორებთან ერთად ახლა ძალიან აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, ამავდროულად [განვიხილავთ], ნავთობის სტაბილური გლობალური მიწოდების შენარჩუნებას”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენოტონი ბლინკენმა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ნავთობის ფასი გაიზარდა.

ამერიკელი სენატორების ნაწილმა კი 3 მარტს წარადგინა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტი.

აშშ-ში ერთი გალონი [3.7 ლიტრი] ბენზინის ფასი 6 მარტის მონაცემებით 4.009$ იყო, რაც 2008 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მომხმარებლები კი წინა კვირასთან შედარებით საშუალოდ 40 ცენტით მეტს იხდიან, გასულ თვესთან შედარებით კი ფასი 57 ცენტითაა გაძვირებული.

აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებს 2021 წელს რუსეთიდან ყოველთვიურად საშუალოდ 20,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი და რაფინირებული პროდუქცია შეჰქონდა, რაც ქვეყანაში თხევადი საწვავის იმპორტის დაახლოებით 8%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი