ახალი ამბები

კულება და ლავროვი ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან — ჩავუშოღლუ

7 მარტი, 2022 • 964
კულება და ლავროვი ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან — ჩავუშოღლუ

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება, ერთმანეთს თურქეთში, ანტალიის პროვინციაში დაგეგმილ ფორუმზე შეხვდებიან. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ჩავუშოღლუს თანახმად, შეხვედრას თავადაც დაესწრება.

ნატოს წევრ თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან. ის მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ეწინააღმდეგება სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.

დმიტრო კულებამ შაბათს თქვა, რომ მზადაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ამ მოლაპარაკებებს აზრი ექნებოდა.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი